დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:16
    სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე

    სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე

    29-04-2021 18:25

    პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის  განაცხადებით, შალვა ნათელაშვილი ქართული ოპოზიციის კრებითი სახე გახდა.
    მისივე თქმით, ნათელაშვილის ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობის.
    „ამ ყველაფერს შალვა ნათელაშვილი ხმამაღლა გამოთქვამს. მისი ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობისა. როგორც შალვას ფანჩატური იყო მათი კრებითობის ადგილი, ასევე მისი რიტორიკაა შინაგანი არსის კრებითობის გამოხატულება. როცა „ლელო” ლაპარაკობს, რომ დასავლეთს პატივი უნდა ვცეთ და შეთანხმებები შევასრულოთ, ცდილობს, უფრო ცივილიზებულად შემოაპაროს, როგორ დაარღვიოს ის შეთანხმებები, რომლებიც დასავლეთის წინაშე ავიღეთ. იგივე შემიძლია სააკაშვილის განცხადებაზე ვთქვა, როცა აღნიშნა, რომ ევროპა არის ოკუპანტი უკრაინისა და საქართველოსი. მგონი, ამაზე მეტი ნათელაშვილსაც არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ის უფრო სასაცილოდ და იუმორისტულ ფორმებში ამბობს, სხვათა შორის, ძალიან საშიშ იდეებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ ისეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ბიზნესი
ვალუტის კურსი