დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:23
    გიორგი გახარიამ სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს - გიორგი ვოლსკი

    გიორგი გახარიამ სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს - გიორგი ვოლსკი

    15-06-2021 12:37

    შეცდომები ერთია, რაზეც გუნდში საუბარი არის, ხვალ შეიძლება მეც შეცდომა დავუშვა, მაგრამ როცა შეცდომები პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, რომელმაც სახელმწიფოს საფუძვლები შეიძლება სერიოზულად შეარყიოს, უკვე სხვა კატეგორიაში გადადის შენიშვნები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს.
     
    კითხვაზე, როდის იყვნენ მმართველი გუნდის წევრები გულწრფელნი - ახლა, თუ მაშინ, როცა 20 ივნისთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ გახარიამ სახელმწიფო დიდ ხიფათს აარიდა, ვოლსკი აცხადებს, რომ ახლაც გულწრფელია და მაშინაც გულწრფელი იყო. მისი თქმით, „გახარიამ სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ოპერაციის ჩატარების ნიუანსები არსებობს ისეთი, რაც შენიშვნას იმსახურებს."
     
    „ერთია, შეცდომები, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა და თუ ირაკლი კობახიძეს რაიმეს „დაუწუნებ", მხოლოდ გულწრფელობა იყო, საზოგადოება ყველა საკითხზე ინფორმაციის მიღებას იმსახურებს, მათ შორის, 20 ივნისზე. განმაცვიფრა იმან, რომ უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გახარიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები არათუ არ იყვნენ, არამედ გაიპარნენ და თან დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო მაშინ, როცა სრულიად სხვა ვითარება იყო.
     
    როცა საზოგადოება, თანაგუნდელები ელოდებიან ისეთი ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე იქნება ჩატარებული და არ გამოიწვევს ამდენ დაზარალებულს, როგორც პოლიციელებს შორის, ასევე საზოგადოებაში, კითხვები ჩნდება, მაგრამ ეს კითხვები კონკრეტული პერიოდიდან, თებერვლიდან გადაიზარდა ეჭვებში და ეჭვების საფუძველზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. შემიძლია დავამატო, რომ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ, თურმე, ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებაა საჭირო, რათა ადამიანმა ძალა მოიკრიბოს, რომელიც პრაქტიკულად, დამნაშავეა და დაანონსეს სახელმწიფო სტრუქტურების არარსებობა ქვეყანაში. ანუ სახელმწიფოს საფუძვლების რყევაზე იყო საუბარი და ამ თემაზე იყო მთავარი აქცენტები გაკეთებული.
     
    შეცდომები ერთია, რაზეც გუნდში საუბარია, გარჩევაა, ხვალ შეიძლება მეც შეცდომა დავუშვა, მაგრამ როცა შეცდომები პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, რომელმაც სახელმწიფოს საფუძვლები შეიძლება სერიოზულად შეარყიოს, უკვე სხვა კატეგორიაში გადადის შენიშვნები,"- განაცხადა ვოლსკიმ.
     
    შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე  ისაუბრა.

    FACEBOOK კომენტარები