დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:44
    კახა კუჭავა კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? - გამეცინა

    კახა კუჭავა კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? - გამეცინა

    16-06-2021 13:03

    გამეცინა, გამეცინა, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გიორგი გახარიას გუნდის წევრების შეფასებებს, რომ „ქართულ ოცნებას” ყოფილი პრემიერის გუნდის რეიტინგი აშინებს და ამის გამო მათ პარტიას პოლიტიკურად თავს ესხმიან.

    კუჭავას განცხადებით,  გახარიას მიმართ კრიტიკული განცხადებები კეთდება არა მხოლოდ „ქართული ოცნების” მხრიდან, არამედ ყველას მხრიდან.

    კითხვაზე,  უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი  გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე.

    "პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, -ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე.

    მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

    „იმ შემთხვევაში თუ კითხვა ჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს და აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა. იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა კუჭავამ.

    კითხვაზე, რატომ გააქტიურდა „ქართული ოცნების“ კრიტიკა გახარიას მიმართ და ახლა რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები მის მიმართ, კუჭავა პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

    „პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოჰყვება მეორე მხარიდან“ , - განაცხადა კუჭავამ.

    ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „გამეცინა“.

    FACEBOOK კომენტარები