დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    გიორგი ვოლსკი - გიდასტურებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძეც განიხილება

    გიორგი ვოლსკი - გიდასტურებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძეც განიხილება

    30-04-2021 18:51

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატად კახა კალაძე განიხილება.
    ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე განცხადებები უახლოეს პერიოდში გაკეთდება, როცა გუნდი საბოლოოდ შეთანხმდება.
    „უმრავლესობაში რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“ - განაცხადა ვოლსკიმ.


    FACEBOOK კომენტარები