დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:13
    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

    01-05-2021 15:27

    მართლმადიდებელი სამყარო  იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარადმოსვლის მოწმე კიდევ ერთხელ  გახდა.  
    ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა  თეოფილე მესამემ გამოიტანა.
    კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები.
    იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დილიდან მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

    წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

    ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.
    ცეცხლის გადმოსვლისთვის სამი პირობა არსებობს: 
    პირველი პირობაა, რომ ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. რადგან  სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი დღემდე შინარჩუნეს.
    მეორე პირობაა, საბაწმინდელი ბერების ლოცვა.  
    დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.
    მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის, პატრიარქი ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ, პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. თავიდან ეს ცეცხლი არ არის მხურვალე და იგი ხელს არ წვავს. მოგვიანებით კი ზეციური ცეცხით მთელს იერუსალიმში ანთებენ სანთლებს და კანდელებს.
    წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.  
    მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველად წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტონიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრირქი ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

    FACEBOOK კომენტარები