დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

    აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

    01-05-2021 18:46

    თითქმის 20 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო, -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
    ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანა 11 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. როგორც BBC წერს, პროცესი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. „თალიბანი აცხადებს, რომ აღარ აქვთ ვალდებულება, საერთაშორისო მისიების სამხედროები მიზანში აღარ ჰყავდეთ“, - წერს ბრიტანეთის მაუწყებელი.
    გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ზოგი სამხედრო დანაყოფი 2001 წლის ტერაქტის 20-წლისთავამდე, 11 სექტემბრამდე ავღანეთში დარჩებოდა.
    გასულ წელს, დონალდ ტრამპის მმართველობისას მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი საბოლოოდ დღეს უნდა დაეტოვებინა.
    „ამ დარღვევამ თალიბანის მებრძოლებს გაუხსნა გზა, მიიღონ ყველა საპასუხო ზომა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ“, - ამბობს „თალიბანის“ სპიკერი.
    2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში თავდასხმების შედეგად 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-ქაიდას ხელმძღვანელს, ოსამა ბინ ლადენს დაეკისრა.
    თალიბებმა, რადიკალურმა ისლამისტებმა, რომლებიც ავღანეთს მართავდნენ და ბინ ლადენს იცავდნენ, უარი თქვეს აშშ-ისთვის მის გადაცემაზე. ამიტომ, 11 სექტემბრიდან ერთი თვის შემდეგ, აშშ-მა ავღანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები დაიწყო.
    „მას შემდეგ, რაც ომს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, თალიბები სწრაფად ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ისინი უბრალოდ არ გამქრალან - მათი გავლენა უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, აშშ და მისი მოკავშირეები იბრძვიან თალიბანის სასიკვდილო შეტევების შესაჩერებლად“, - წერს BBC.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ბიზნესი
ვალუტის კურსი