დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:24
    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი იწყება

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი იწყება

    06-07-2021 10:31

    პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრების პროცესი დღეს, 6 ივლისს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება.

    პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე - 16:00 საათზე. სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ. შესაბამისად, დღეს გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრებიან.
    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე.
    გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც.
    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

    FACEBOOK კომენტარები