დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:40
    ნიკა მელია შტურმის მომწყობთა მეთაურის როლიდან ვერ გამოდის - გიორგი ვოლსკი

    ნიკა მელია შტურმის მომწყობთა მეთაურის როლიდან ვერ გამოდის - გიორგი ვოლსკი

    04-05-2021 13:12

    პარლამენტის პირველი ვიცე -სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა - უნდა გირაოს დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს
    მისი თქმით, ნიკა მელია ამ როლით პოლიტიკური გმირი და წამებული ვერ გახდა, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა.
    „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი - მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ნიკა მელიას ადვოკატებით დასრულებული - იყო ის, რომ როგორმე მელიასგან წამებული გმირის ფიგურა შეექმნათ. ეს არ გამოვიდა! საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რასაკვირველია, პოლარიზებულია იმ სტრატეგიასთან და გეგმასთან, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. მელია ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული. არ მგონია, რომ მას ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცეს - დავინახეთ მათი მოქმედება სასამართლოში. საზოგადოების წინაშე ბევრად სერიოზული და მნიშვნელოვანი ამოცანებია, რომელშიც ვერ ეწერება პათოსი, რისი შექმნაც „ნაციონალურ მოძრაობას სურს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოსლკიმ.
    ვოლსკის განცხადებით, აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს მელიას ციხეში ყოფნა ხელისუფლებას აწყობს.
    „გააფთრებით იბრძოდნენ, რომ მელია როგორმე ციხეში წასულიყო. ახლა გააფთრებით იბრძვიან, რომ თუკი გირაოს დასთანხმდა, როგორმე სახე შეინარჩუნონ. ეს არის დილემა, რის წინაშეც ეს კონკრეტული პარტია დგას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    FACEBOOK კომენტარები