დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:35
    ვამაყობ,  რომ ლევან მურუსიძესთან ვსაქმიანობ და მაქვს ურთიერთობა - რევაზ ნადარაია

    ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან ვსაქმიანობ და მაქვს ურთიერთობა - რევაზ ნადარაია

    08-07-2021 18:32

    ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა - ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად, თქვენც აღიარებთ მას ლიდერად, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
     
    ალეკო ელისაშვილმა ნადარაიას ჰკითხა, უქმნის თუ არა უხერხულობას მას ის ფაქტი, რომ „ლევან მურუსიძე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ 5-ჯერ დაუდგინა დარღვევა, ლიდერობას იჩემებს“.
     
    ნადარაიას თქმით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც სტრასბურგი დარღვევას არ ადგენს და ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლე ვისთან დაკავშირებითაც დარღვევა დადგინდა, ცუდი მოსამართლეა. ელისაშვილმა მას ჰკითხა, თუ ახსენდება გერმანიის ან საფრანგეთის მოსამართლე, რომელსაც სტრასბურგმა 5-ჯერ დაუდგინა დარღვევა, რაც ნადარაიამ ვერ გაიხსენა, თუმცა, აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტს ადგილი ექნებოდა.
     
    „პირიქით, ვამაყობ რომ ლევან მურუსიძესთან ერთად ვსაქმიანობ და მასთან მაქვს ურთიერთობა. ყველა ქვეყნის მოსამართლისთვის დაუდგენია დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს. ლევან მურუსიძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ახლა არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და მთელი მისი საქმიანობა იბრძოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ყველა თავდასხმა, რაც სასამართლო სისტემაზე მოდიოდა, იწყებოდა ლევან მურუსიძეზე თავდასხმით, ყველა ამ თავდასხმას ლევან მურუსიძე იღებდა პირველი და ამ გარემოებებმა ლევან მურუსიძე, ლიდერს რომ გაიძახით სულ, აქცია ლიდერად, თქვენც აქციეთ მათ შორის, ლიდერად, ყველა წინადადებაში ლევან მურუსიძეს იძახით. სასამართლოზე თავდასხმა როცა ვინმეს უნდა პირველი ლევან მურუსიძეს ესხმიან თავს და მერე დანარჩენ სისტემას, თქვენ, ვინც ლევან მურუსიძეს ხშირად ახსენებთ, თქვენც აღიარებთ მას ლიდერად“, - განაცხადა ნადარაიამ. ალეკო ელისაშვილმა კი აღნიშნა, რომ მურუსიძე „ცოტნე დადიანი ყოფილა და არ სცოდნია“.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ბიზნესი
ვალუტის კურსი