დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:05
    რიკოთის გვირაბში გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

    რიკოთის გვირაბში გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

    12-07-2021 14:35

    საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, დაგეგმილია და მიმდინარეობს სამუშაოები, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, 2021 წლის 13 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, გვირაბში მოძრაობა არ ჩაიკეტება.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა გადაიწევს ერთი დღით და განხორციელდება 14, 15, 16 და 17 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

    FACEBOOK კომენტარები