დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
16 ოქტომბერი 2021 18:12
    საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული

    საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული

    13-07-2021 12:39

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.

    მისივე თქმით, ამ ფონზე იზრდება რისკები, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული 2-3 დღის მანძილზე, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გახდა საჭირო. გაბუნიას თქმით, ამის მიზეზი ბავშვებში ინფექციის გაზრდილი მაჩვენებელია. 

    "გასული 2-3 დღის მანძილზე, ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება დაგვჭირდა, რაც ბავშვებში ინფექციის გაზრდის მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის დროს, პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით, რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში კი მთავარი გადაწყვეტა ვაქცინაციაა
    კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში საყურადღებოა, თბილისში მობილიზებული 200 საწოლი უკვე სრულად შეივსო, რადგან ბოლო 1 კვირაში ბავშვების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

    FACEBOOK კომენტარები