დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:31
    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 11 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 11 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს

    05-05-2021 16:08

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 25 მოქალაქე აიცრა. 
    ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა,რომ ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის პროცესში ჩართულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ აბაშის საავადმყოფო დაემატება 15 მაისიდან.
    მისივე  განცხადებით, 4 მაისის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 648 პირს. აქედან 157 სურს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა, დანარჩენებს კი „სინოფარმით“.
    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 11 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.
    ეს დაწესებულებებია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო (მისამართი, ზუგდიდი, სოფელი რუხი); ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი (მის: გამსახურდიას №206); ზუგდიდის ევექსის პოლიკლინიკა (მის: კოსტავას №1); ფოთის ევექსის პოლიკლინიკა (მის: კ. გამსახურდიას №6); სენაკის ამბულატორიულ/პოლიკლინიკური გაერთიანება (მის: რუსთაველის №114); ხობის ევექსის კლინიკა (მის: ჭყონდიდელის №2); მარტვილის ევექსის კლინიკა (მის: მშვიდობის ქუჩა 111); ჩხოროწყუს ევექსის კლინიკა (მის: აღმაშენებლის №19); წალენჯიხის ევექსის კლინიკა (მის: ჭურღულიას №6); აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია (მის: ჯვარი, სარალიძის ქუჩა №1); მესტიის საავადმყოფო (მის: ილია გაბლიანის №13).
    ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში და რუხის კლინიკებში იცრებიან, როგორც „ასტრაზენეკაზე“, ასევე „სინოფარმის“ ვაქცინით. დანარჩენ კლინიკებში ვაქცინაცია მხოლოდ „სინოფარმით“ ხორციელდება.

    FACEBOOK კომენტარები