დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:56
    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

    21-07-2021 12:10

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 618-ს შეადგენს.

    ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 415 პირს დაუდასტურდა, 943 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 627 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 135, პისიარტესტით – 16 492.

    ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –  5,53 პროცენტი.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 393 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 368 073 გამოჯანმრთელდა, 5 618 კი გარდაიცვალა.

    სულ აცრილია 374 685 პირი, დღიურად აცრილია – 6 586. კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 584 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 183 პირი.




    FACEBOOK კომენტარები