დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:00
    კრიტიკული მედიის ფუნქციონირების გარეშე ამ ქვეყანაში ჩამოეშვება რკინის ფარდა - ლანა გალდავა

    კრიტიკული მედიის ფუნქციონირების გარეშე ამ ქვეყანაში ჩამოეშვება რკინის ფარდა - ლანა გალდავა

    28-07-2021 14:58

    კრიტიკული მედიის ფუნქციონირების გარეშე ამ ქვეყანაში ჩამოეშვება რკინის ფარდა, იქნება სრული განუკითხაობა და ქაოსი, რაც არის მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებში, - განაცხადა  პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა, რის გამოც მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა.

    „მსურს გამოვეხმაურო იმ ძალადობრივ ფაქტებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა ჟურნალისტების მიმართ. კრიტიკული მედია, კრიტიკული შეკითხვები ამ ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მივმართავ ყველა ჟურნალისტს, მზად ვარ დაგიცვათ, როგორც ფიზიკურად, ასევე დავიცვა ჟურნალისტური საქმიანობა. კარგად მესმის, რომ ჟურნალისტი არის ის ბოლო ბასტიონი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ვერ აიღო. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დავიცვათ კრიტიკული მედია, რომლის ფუნქციონირების გარეშე ამ ქვეყნაში ჩამოეშვება რკინის ფარდა, იქნება სრული განუკითხაობა და ქაოსი, რაც არის მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებში “,-განაცხადა გალდავამ.

    FACEBOOK კომენტარები