დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:23
    წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

    წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

    14-08-2021 12:45

    საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების შ.ტ.-სა და მ.ა.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 170,75 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

    საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6 380.92 ლარი შეადგინა.

    საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 6 380.92 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

    FACEBOOK კომენტარები