დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:44
    საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 ადამიანი გარდაიცვალა

    20-08-2021 11:08

    Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით.

    ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.98%.
    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573, ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში. 48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
    საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.
    სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 პირი.
    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 332, პირი, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.

    FACEBOOK კომენტარები