დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:01
    როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

    08-09-2021 10:30

    8 სექტემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    ფოთში დღისით +26 გრადუსი და წვიმა იქნება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

    მესტიაში იწვიმებს და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.

    +25 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

    გორში +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
    წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

    გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +21 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

    რუსთავში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა ნავარაუდები.

    FACEBOOK კომენტარები