დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:02
    პირველად შვედეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ქალი გახდეს

    პირველად შვედეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ქალი გახდეს

    15-09-2021 18:33

    პირველად შვედეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ქალი გახდეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მაგდალენა ანდერსონია. ის მთავრობას ჩაუდგება სათავეში, თუ ნოემბერში მას სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.
     
    შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
     
    როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მაგდალენა ანდერსენისთვის ხელისუფლების სათავეში დარჩენა მარტივი არ იქნება. პირველი დაბროკლება მისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება.
     
    სოციალ-დემოკრატების ხმარდაჭერის შემცირების გამო, ანდერსონს დასჭირდება ყოფილი კომუნისტური მემარცხენე პარტიის, ასევე ცენტრისტული პარტიის, სამთავრობო კოალიციის ამჟამინდელი პარტნიორი მწვანეების მხარდაჭერა.
     
    შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ ნოემბერში სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებიდან წავიდოდა. ივნისში ის შვედეთის პირველი პრემიერი გახდა, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს. თუმცა ოპოზიციამ კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ლევენი თანამდებობაზე დაბრუნდა.
     
    აღსანიშნავია, რომ შვედეთის მეზობელ ნორვეგიაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ქალი კანდიდატი 40 წლის წინ დანიშნეს.

    FACEBOOK კომენტარები