დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:22
    "ნიკა მელია დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გასულიყო, თუმცა არა იმ მიზეზით, რაც თქვა"- ვოლსკი

    "ნიკა მელია დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გასულიყო, თუმცა არა იმ მიზეზით, რაც თქვა"- ვოლსკი

    22-09-2021 13:53

    საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატები ნამდვილად საინტერესო იყო, მთლიანობაში სურათი კარგად დაიხატა, საზოგადოებას ინფორმაცია მიეცა, თუ რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.


    „ნიკა მელია დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გასულიყო, თუმცა არა იმ მიზეზით, რაც თქვა, თითქოსდა ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობა, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას. საჭიროა ქალაქზე ლაპარაკი. პერსპექტივაზე და არა იმ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას აქვს. საინტერესო იყო ნამდვილად, ბევრი კანდიდატი იყო, მაგრამ მთლიანობაში სურათი კარგად დაიხატა, საზოგადოებას ინფორმაცია მიეცა, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    FACEBOOK კომენტარები