დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:19
    გაუგონარი შეტევა ხდება ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე - ანრი ოხანაშვილი

    გაუგონარი შეტევა ხდება ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე - ანრი ოხანაშვილი

    23-09-2021 18:05

    "ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და ჟურნალისტზე ქეთევან ქარდავას მხარდაჭერას უცხადებს.

    როგორც ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტზე "გაუგონარი შეტევა" ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ მან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მერობის კანდიდატის ნარკოტესტის პასუხის გადამოწმება სცადა. 

    "გაუგონარი შეტევა ხდება ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “გაბედა” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გასაჯაროებული ნარკოტესტის პასუხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

    ორმაგი სტანდარტია, როდესაც ამ სრულიად მისაღებ ფორმებში განხორციელებულ ქმედებას გმობენ ის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამართლებენ და მხარს უჭერენ პარტიული ტელევიზიების მოქალაქეთა სახლებში შეჭრას, დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელებას საზოგადოებაში. ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას!" - წერს ოხანაშვილი. 


    ცნობისათვის, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი ავსტრიაში, ვენის იმ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტარა. „იმედის“ ჟურნალისტი  ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

    ჟურნალისტმა ექიმს გიორგი გახარიას მიერ გავრცელებული ნარკოტესტის პასუხის ასლი აჩვენა და სთხოვა, ეთქვა, ნამდვილად ჩატარდა თუ არა ტესტი გახარიამ. ექიმმა მას ინტერვიუზე უარი რამდენჯერმე უთხრა და განუმარტა, რომ პაციენტის ინფორმაცია კონფიდენციალურია.

    დღეს, 23 სექტემბერს კი,პ არტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობას მიმართა.

    FACEBOOK კომენტარები