დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:45
    ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

    ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

    28-09-2021 14:24

    დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია -Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, პირველ რეისს კრაკოვიდან 133 მგზავრი ჩამოჰყვა. მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეა. პანდემიის შემდეგ პირველ განახლებულ რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

    „ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღედგინა. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიაიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

    ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 5 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავში, კატოვიცესა და კრაკოვში შეუძლიათ.

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და ახალი მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

    FACEBOOK კომენტარები