დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:25
    Facebook-ი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური პლატფორმის შექმნას გეგმავს

    Facebook-ი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური პლატფორმის შექმნას გეგმავს

    12-05-2021 10:16

    Facebook-ი Instagram-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, Facebook-ის აღნიშნულ ინიციატივას 44-მდე ადვოკატი ეწინააღმდეგება, რომლებმაც სპეციალური წერილით მიმართეს Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, რათა შეცვალოს საკუთარი გეგმები აღნიშნული პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით.

    გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბავშვო სოციალურმა პლატფორმამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვების მენტალურ მდგომარეობაზე და არასასიკეთოდ აისახოს მათ განვითარებაზე.

    თუმცა Facebook-ი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის პლატფორმა ბავშვების კონტროლის კარგი საშუალება იქნება და მშობელს უკეთესად ეცოდინება რა სახის ინფორმაციასთან აქვს ბავშვს წვდომა.

    „ჩვენ აღნიშნული სოციალური პლატფორმის განვითარებას ვგეგმავთ სპეციალურ ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ბავშვის განვითარებაში. ჩვენ გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციების საფუძველზე მივიღებთ. ასევე ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მარეგულირებელ ორგანოებთან და კანონმდებლებთან“, - განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა

    FACEBOOK კომენტარები