დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:58
    პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა

    პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა

    11-10-2021 14:17

    პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა.  

    "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის ფასის ზრდა ფქვილის ფასის ზრდამ განაპირობა.

     მისი განმარტებითვე მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა .

    „მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა, 300 დოლარს გასცდა. როგორც ცნობილია, ჩვენ სუბსიდირების პროგრამა დავასრულეთ, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში.

    აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ან სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ. როდესაც ამ სურათს ვუყურებთ, პურზე 10 - თეთრიანი ცვალებადობა არამგონია ისე მტკივნეული იყოს, ამ ფაქტს ფასების მკვერი ზრდა დავარქვათ“,- აცხადებს მალხაზ დოლიძე 
     
    სექტემბრის თვეში ერთი ტომარა ფქვილი 61 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 70 ლარია. საქართველო იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, რის გამოც წისქვილ კომბინატებს მსოფლიო ბაზრის ტანდენციების გათვალისწინება უწევთ.

    FACEBOOK კომენტარები