დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:33
    მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს - მეუფე ნიკოლოზი

    მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს - მეუფე ნიკოლოზი

    11-10-2021 17:07

    ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა  ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით ახსნა.

    მეუფის განცხადებით, პრეზიდენტის დაკავება ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარების ნიშანია.

    „მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების არასწორი გზა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს და საერთო ენა უნდა გამონახოს ყველამ. ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც. თუ ამ გზით წავალთ, ადრე თუ გვიან, ყველა ციხეში ამოყოფს თავს, ამიტომ რა საჭიროა? არასწორია პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, ისევე, როგორც თუნდაც პრემიერ-მინისტრის“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

    შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

    მოქალაქეებთან ერთად პეტიციას სასულიერო პირებიც აწერენ ხელს. კერძოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ხელმოწერით უკვე დაეთანხმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.

    "არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება. #თავისუფლებამიშას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
     
    მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

    FACEBOOK კომენტარები