დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:29
    "თალიბანი"  აღიარებისა და მოსკოვში საელჩოს გახსნის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

    "თალიბანი" აღიარებისა და მოსკოვში საელჩოს გახსნის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

    11-10-2021 17:42

    რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ თავისი მთავრობის აღიარებისა და მოსკოვში საელჩოს გახსნის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
     
    ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა შემდგომ თანამშრომლობას გზას გაუხსნის.
     
    9-10 ოქტომბერს ყატარში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ აშშ „თალიბანს“ ოფიციალურად არ აღიარებს, თუმცა ავღანეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
     
    აშშ-ის დელეგაცია დოჰაში „თალიბანის“ მაღალჩინოსნებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ეს აშშ-ისა და „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა იყო.
     
    „თალიბანის“ განცხადებით, მოლაპარაკებები კარგად წარიმართა. ვაშინგტონი ავღანეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, თუმცა ასეთი დახმარება „თალიბანის“ ოფიციალურ აღიარებასთან დაკავშირებული არ იქნება.

    FACEBOOK კომენტარები