დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
16 ოქტომბერი 2021 19:23
    საფრანგეთი 2030 -  ემანუელ მაკრონმა საინვესტიციო გეგმა წარადგინა

    საფრანგეთი 2030 - ემანუელ მაკრონმა საინვესტიციო გეგმა წარადგინა

    12-10-2021 15:13

    საინვესტიციო გეგმის „საფრანგეთი 2030“-ის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავლის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიისთვის 30 მილიარდი ევროს ინვესტიცია გამოაცხადა.
     
    ემანუელ მაკრონის თქმით, მისი გრძელვადიანი საგზაო რუკა, სახელწოდებით „საფრანგეთი 2030“, უზრუნველყოფს ქვეყნის დეკარბონიზაციასა და მთავარ სფეროებში სამრეწველო წარმოების საფრანგეთში გადმოტანას.
     
    „თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, ჩვენი საგარეო დეფიციტი გაუარესებას განაგრძობს, უფრო ნაკლებ სამუშაო ადგილს შევქმნით და ჩვენი ახალგაზრდებისთვის უფრო ნაკლები შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
     
    ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მის გეგმაში მცირე და მოქნილ სტარტაპებს საფრანგეთის ინდუსტრიული მომავლის მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ.
     
    საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ბირთვულ ენერგიაში მილიარდი ევროს ინვესტიციის განხორციელება სურს, კერძოდ მცირე ბირთვული რეაქტორების განვითარების მიზნით.

    FACEBOOK კომენტარები