დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
16 ოქტომბერი 2021 19:17
    საფრანგეთში მიგრანტებს მატარებელი დაეჯახა- დაღუპულია 3 ადამიანი

    საფრანგეთში მიგრანტებს მატარებელი დაეჯახა- დაღუპულია 3 ადამიანი

    12-10-2021 22:19

    საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მატარებლის დაჯახების შედეგად 3 მიგრანტი დაიღუპა.

     ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

     
    მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სენ-ჟან-დე-ლიუზთან ახლოს მაშინ მოხდა, როდესაც ოთხი მიგრანტი ლიანდაგებზე იწვა, სამი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რატომ იწვნენ მიგრანტები ლიანდაგებზე.

    FACEBOOK კომენტარები