დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
16 ოქტომბერი 2021 19:41
    "თავისუფლება მიშას" - მოწოდებები თელავშიც გამოჩნდა

    "თავისუფლება მიშას" - მოწოდებები თელავშიც გამოჩნდა

    13-10-2021 11:20

    "თავისუფლება მიშას"- მოწოდებები თელავშიც გამოჩნდა. წარწერები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე, სავაჭრო ობიექტებთან, მუნიციპალურ შენობასთან,  გვიან ღამითაა გაკეთებული.

    ამ ფორმით, მოქალაქეები ყოფილი  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდებიან. 

    მსგავსი წარწერები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, უკვე რამდენიმე დღეა, კეთდება. 

    შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ  სააკაშვილი, მეცამეტე დღეა, რუსთავის მეორე საპყრობილეში შიმშილობს.

    FACEBOOK კომენტარები