დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
16 ოქტომბერი 2021 18:36
    ბულგარეთთან ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული გემი ჩაიძირა

    ბულგარეთთან ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული გემი ჩაიძირა

    13-10-2021 17:31

    ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში თურქული გემი Vera Su ჩაიძირა.

    ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv ავრცელებს.
     
    გემის ბორტზე 3000 ტონა შარდოვანა იყო.
     
    ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორის, ვენცისლავ ივანოვის თქმით, გემის კორპუსში არის ხვრელები. გემის გადარჩენა ვეღარ მოხდება, ახლა მხოლოდ ჩაძირული ქონების მოსაშორებლად ზომების მიღებაღა დარჩა.
     
    ბულგარეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სატვირთო ნაწილიდან შარდოვანის ამოღება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ოპერაციას ცუდი ამინდი ართულებს.

    FACEBOOK კომენტარები