დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
16 ოქტომბერი 2021 20:05
    მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა - მეუფე იოანე

    მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა - მეუფე იოანე

    14-10-2021 11:32

    ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანეს განცხადებით, ვინც ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აწერს, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა.
     
    მეუფის განცხადებით, როცა დამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს, შერიგება არ ხდება.
     
    „რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა ქვეყნის ინტერესები. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა... ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
     

    FACEBOOK კომენტარები