დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:31
    ქანდაკება COVID 19 -ის პანდემიის დროს  - გამოფენა

    ქანდაკება COVID 19 -ის პანდემიის დროს - გამოფენა

    15-10-2021 11:35

    15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი გაიმართება

    უწების ინფორმაციით, ღონისძიება მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ფორუმი 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება და მასზე განხილული იქნება დარგში არსებული პრობლემები და განისაზღვრება ქანდაკების მომავალი განვითარებისთვის საჭირო ქმედებები.

    მოეწყობა სამეცნიერო დისკუსია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. გაიმართება პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების პრეზენტაცია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე ხელოვანები.

    „ქანდაკება კოვიდ 19 პანდემიის დროს, თანამედროვე ქანდაკების ფორუმი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობის“ გამარჯვებული პროექტია და მისი მიზანია თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარება.

    პროექტის პარტნიორია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

    FACEBOOK კომენტარები