დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 02:56
    დედოფლისწყაროში კორონავირუსის შემთხვევების  გამო, შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

    დედოფლისწყაროში კორონავირუსის შემთხვევების გამო, შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

    15-10-2021 15:24

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების გამო, შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა.

    საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს  კორონავირუსი დაუდასტურდათ.

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, თათია ბენაშვილის ინფორმაციით, დაკეტილია, როგორც ქალაქის ასევე რამდენიმე სოფლის ბაღი.

    " დღევანდელი მდგომარეობით, შვიდი ბაღი დავკეტეთ, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ტესტირება ტარდება, მაგრამ ეს მხოლოდ გამოვლენას ემსახურება. პრევენციისთვის მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ვირუსის შემთხვევების თავიდან აცილება მაინც ძნელია"- განაცხადა ბენაშვილმა.

    მთლიანად რეგიონში, უკვე 50- მდე საბავშვო ბაღია დაკეტილი. ბოლო ერთი კვირაა, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, რასაც შესაბამისი უწყებები ადასტურებენ.

    რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების  ნახტომისებური ზრდა ფიქსირდება, პაციენტებისათვის ადგილები აღარ არის კოვიდ- კლინიკებში და გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც.

    FACEBOOK კომენტარები