დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:17
    აშშ-მ საქართველოს StratLink-ის ელექტრონული ლიცენზირების სისტემა გადასცა

    აშშ-მ საქართველოს StratLink-ის ელექტრონული ლიცენზირების სისტემა გადასცა

    15-10-2021 18:54

    ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების სამსახურმა (EXBS) საქართველოს სრულად მორგებული „StratLink"-ის ელექტრონული ლიცენზირების სისტემა გადასცა.

    საელჩოს ინფრმაციით, საქართველოსთან პარტნიორობით სტრატეგიული სავაჭრო კონტროლის კანონებისა და რეგულაციების განხორციელების გზაზე ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

    "StratLink"-ის მეშვეობით ლიცენზიის მოთხოვნის, განხილვისა და გაცემის პროცესი მარტივდება და უფრო გამჭვირვალე ხდება, რაც ეხმარება საბაჟოს წარმომადგენლებს უკანონო ვაჭრობისა და სენსიტიური ნივთების გავრცელების თავიდან აცილებაში, აძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას.

    საქართველოში ლიცენზიის გამცემი ორგანოები: შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი ამიერიდან მოვაჭრეთა დასარეგისტრირებლად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის ლიცენზირებისთვის სახელმწიფო ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას მართავენ.

    "საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას მნიშვნელოვან ტრანზიტულ ქვეყანად აქცევს. მსოფლიო სავაჭრო დინებაში მხოლოდ ლეგიტიმური ტრანზაქციების უზრუნველყოფით საქართველოს ლიცენზიის გამცემ ორგანოებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ, დაიცვან თავისი მოქალაქეები და საზღვრები. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია. ამ სააგენტოებმა საფუძვლიანად უნდა შეამოწმონ აპლიკაციები, რომ თავიდან აიცილონ ისინი, ვინც ცდილობს, დაუსხლტეს სახელმწიფო კონტროლს და გვერდი აუაროს შეზღუდვებს თუ აკრძალვებს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აწესებს. მათი საქმიანობა ეხმარება მასობრივი განადგურების იარაღისა და სტანდარტული იარაღის სახიფათო გავრცელების შეჩერებას. აშშ-ის საელჩოს, ჩვენი „EXBS" პროგრამის მეშვეობით ამ მიმართულებით ქართველ პარტნიორებთან მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. მოწინავე ტექნოლოგიების გადაცემით დაჩქარდება ლიცენზირებისა და რისკების შეფასების პროცესი, ასევე, გაუმჯობესდება საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო კონტროლის განხორციელება", - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

    FACEBOOK კომენტარები