დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:26
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა

    ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა

    16-10-2021 11:03

    ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში, მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. 
     

    მატჩი სამ სეტში, ანგარიშით 6:4; 2:6; 6:4 დასრულდა და ბასილაშვილი მასტერსის ნახევარფინალში გავიდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.

     
    აქამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ მეტოქეს ორჯერ, 2019 წელს შეხვდა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

     
    ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

    ნახევარფინალში გასვლამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 360 სარეიტინგო ქულა და 335 000 $ შესძინა. ამჟამად იგი რეიტინგში 29-ე ადგილზეა, უინდიან-უელსის მასტერსის მოგების შემთხვევაში კი მე-17 ადგილზე გადაინაცვლებს

    FACEBOOK კომენტარები