დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:24
    გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

    გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

    16-10-2021 18:08

    იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა.

    როგორც შსს-ში აცხადებენ , გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.


    14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ  გამართულ აქციაზე,   ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა  სიტყვით გამოვიდა.

    7 ოქტომბერს, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ  Facebook-ში დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

     გიგი უგულავას აქციაზე სიტყვით გამოსვლას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.


    გუშინ უგულავამ სოციალურ ქსელში Covid 19 -ის PCR ტესტის   პასუხი გამოაქვეყნა.  „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, - დაწერა  გიგი უგულავამ.



    FACEBOOK კომენტარები