დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:33
    ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა  - მიხეილ სააკაშვილი

    ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - მიხეილ სააკაშვილი

    21-10-2021 20:55

    “დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია”, – ამის შესახებ საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.
    დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!

    შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

    რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა დღეს აქცია გამართეს.

    ციხეში მყოფი სააკაშვილი აქციის მონაწილეებს საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

     

    FACEBOOK კომენტარები