დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:41
    ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - განკვეთილ ბერებს მონასტერი პოლიციის ძალით დაატოვებინეს

    ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - განკვეთილ ბერებს მონასტერი პოლიციის ძალით დაატოვებინეს

    05-11-2021 10:43

    ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაურია, გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გაგზავნილმა პირებმა - მათ შორის ჩოხოსნებმა, პოლიციასთან ერთად განკვეთილ ბერებს მამათა სალხინოს მამათა მონასტერი ძალით დაატოვებინეს.


    როგორც მათი მხარდამჭერები  სოციალურ ქსელში წერეენ პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი 5 მათგანი.


    "მამა დანიელი, მამა ლუკა,მამა მიქაელი, მამა პეტრე,მამა ბასილი დაკავებულია გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში,"- წერენ სალხინო- წაჩხურუს მრევლი ფეისბუკგვერდზე.


    განკვეთილი ბერები საკლესიო საქმიანობის ხელის შეშლისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

    FACEBOOK კომენტარები