დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:35
    პრემიერმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება და იყო რეკომენდაცია, რომ ხალხთან კომუნიკაციაში ვიყოთ - ირაკლი შიოლაშვილი

    პრემიერმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება და იყო რეკომენდაცია, რომ ხალხთან კომუნიკაციაში ვიყოთ - ირაკლი შიოლაშვილი

    10-11-2021 14:24

    პრემიერმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება და იყო რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კომუნიკაციაში ხალხთან, გულთან მივიტანოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად არის რეგიონში, - ამის შესახებ კახეთის რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    კახეთის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

    „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა. რეგიონისთვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს წყლის მომარაგება, რომლის პროექტი უკვე დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დამთავრდება. რიგ პრობლემებზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ ერთად, მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდება რეგიონში“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღის განმავლობაში 63 ახლად არჩეულ მერს შეხვდება.

    FACEBOOK კომენტარები