დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 04:36
    სიღნაღში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად  დაშავებული  კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

    სიღნაღში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

    15-11-2021 13:43

    სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

     
    22 წლის  გიგა პარკაული,  სიღნაღი- ანაგის გზაზე მომხდარი ავარიის  მესამე მსხვერპლია.

     
    პარკაული საავადმყოფოდან ბინაზე, ერთი კვირის წინ,  ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ გაწერეს და გარდაცვალების  ზუსტი მიზეზი,  ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

     
    ავარია, 26 ოქტომბერს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

    ერთ- ერთი მგზავრი, ლაშა ნადირაშვილი, ადგილზე დაიღუპა.  

     
    დაახლოებით ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ,  გარდაიცვალა, ავტომანქანის კიდევ ერთი მგზავრი, ლუკა ქუსიკაშვილი.

     
    ექიმების განმარტებით, მძიმეა მეოთხე დაშავებულის მდგომარეობაც, რომელსაც კარგა ხნის მანძილზე, სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები, დონორებს სოციალური ქსელითაც ეძებდნენ.

     ახალგაზრდას ქართულ- ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.
     
    გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

    FACEBOOK კომენტარები