დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:37
    თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს   სასამართლო პროცესს დაესწრება - ადვოკატი

    თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს დაესწრება - ადვოკატი

    25-11-2021 11:30

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერსაა დანიშნული, დაესწრება.
     
     
    „ივანიშვილისგან მართულმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის წინაშე წარმდგარიყო, რადგან სასამართლოს განაჩენი ქართველი ხალხის სახელით გამოაქვს.
    საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არა აბსურდული ბრალდებების სუბიექტი. ამ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და საერთაშორისო ზეწოლას, რომლის ფონზეც ფანჯარა გაჩნდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნეს გადმოყვანილი, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა მოთხოვნა. იმედი გვაქვს, 29 ნოემბერს ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება.
     
    მიხეილ სააკშვილის დიდი სურვილია ამ პროცესებს, განხილვებს დაესწროს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლბა საამისოდ მას ექნება“, - განაცხადა ბასილაიამ.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ვრცლად
ე.წ. ამბოხებული მოსამართლეების უკან ნაცმოძრაობა დგას- ზურაბ ქადაგიძე
ე.წ. ამბოხებული მოსამართლეების უკან ნაცმოძრაობა დგას- ზურაბ ქადაგიძე
10-11-2021 16:29
ვრცლად
სახელმწიფოსთვის იძულებით გადაცემული ქარხანა  -  „თბილავიამშენის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს
სახელმწიფოსთვის იძულებით გადაცემული ქარხანა - „თბილავიამშენის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს
21-10-2021 17:26
ვრცლად
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა აღმოჩნდება!" - რას წერს თამარ ჟამურაშვილი კანდელაკზე
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა აღმოჩნდება!" - რას წერს თამარ ჟამურაშვილი კანდელაკზე
31-08-2021 12:32
ვრცლად
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ  2018 წლის  5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებას ითხოვს
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებას ითხოვს
22-11-2021 15:16
ვრცლად
კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს - ბექა ბასილაია
კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს - ბექა ბასილაია
15-11-2021 12:53
ბიზნესი
ვალუტის კურსი