დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:12
    გერმანიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

    გერმანიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

    25-11-2021 11:36

    რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.
     
    ბოლო 24 საათში გერმანიაში, კორონავირუსის 75 961 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 351 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
     
    პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში, კორონავირუსით 100 119 ადამიანი გარდაიცვალა.
     
    რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ავადობის შვიდდღიანი მაჩვენებელი (გასული კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა) 419.7-მდე გაიზარდა.
     
    22 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა ყველაზე უარესია, რაც კი აქამდე გერმანიაში პანდემიის დროს დაფიქსირებულა.

    FACEBOOK კომენტარები