დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:06
    " „ნაცმოძრაობა“ ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებს ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან" - ანრი ოხანაშვილი

    " „ნაცმოძრაობა“ ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებს ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან" - ანრი ოხანაშვილი

    25-11-2021 12:07

    არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წარმომადგენლები დღეს იქნებიან კომიტეტის სხდომაზე და შეკითხვებს დასვამენ.

    თუ რამე შეკითხვა აქვთ, შეუძლიათ კანდიდატს დაუსვან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების დღევანდელი მოსმენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

     
    ოხანაშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან და მათ კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.

     
    „სხვა საკითხს რაც შეეხება, ეს ერთმანეთში შეუძლიათ გაარკვიონ - რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა პოზიციას აჟღერებს. ფაქტი ერთია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილნი და მათ გარანტირებულად ექნებათ კითხვების დასმის საშუალება. შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს? მგონი, ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს. ასე რომ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები. ეს მათი არჩევანია. მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის. ასე რომ, ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

    FACEBOOK კომენტარები