დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 02:53
    აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

    აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

    25-11-2021 15:30

    საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრად კონტროლდება, - ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

    მათივე განცხადებით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის საწვავის ავზებში არადეკლარირებული 1 200 ლიტრი დიზელის საწვავი აღმოაჩინეს.

    „აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

    ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

    FACEBOOK კომენტარები