დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:39
    "ნაცმოძრაობა" სხვა არაფრით არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი

    "ნაცმოძრაობა" სხვა არაფრით არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი

    25-11-2021 16:40

    ჩემთვის რთული წარმოსადგენია, უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფი რა უნდა შეიქმნას, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობაა" თავის მედიასაშუალებებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

    „ამაზე უფრო დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს პარტია სხვა არაფრით დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პროცესებზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

    მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

    FACEBOOK კომენტარები