დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:42
    ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა

    ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა

    26-11-2021 13:39

    პროტესტისა და ხმაურის ფონზე, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.


    მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.   ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. 


     საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

    ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.

    ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. ქადამაძეს საკრებულოს ტერიტორია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

    სხდომა დროებით შეწყდა, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციონერ წევრებს შენობა დაატოვებინეს - განახლდა.
    ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები სხდომის ჩანიშვნას რამდენიმე კვირაა ითხოვენ.ამბობენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს. 






    FACEBOOK კომენტარები