დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:09
    ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეიდან საქართველოში დამატებით შეზღუდვები ამოქმედდა

    ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეიდან საქართველოში დამატებით შეზღუდვები ამოქმედდა

    28-11-2021 11:42

    კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" გავრცელების გამო საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

    ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

    აღნიშნული ქვეყნებია:

    სამხრეთ აფრიკა

    ბოცვანა

    ზიმბაბვე

    ნამიბია

    ლესოტო

    ესვატინი (სვაზილენდი)

    მოზამბიკი

    მალავი

    14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

    საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

    გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამის დაფიქსირების გამო მიიღო.

    FACEBOOK კომენტარები