დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:54
    ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

    ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

    28-11-2021 12:09

    ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
     
    ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, დავით ჯანაშიას თქმით, ამ ეტაპზე დაშავებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
     
    „27 ნოემბერს შემოყვანილი იქნა პაციენტი, 65 წლის ტურძილაძე ვიტალი, უმძიმეს მდგომარეობაში. გულ-მკერდის ღრუს დაჟეჟილობით, მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობით და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით. ამჟამად პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. სავარაუდოდ, თავის ტვინის დაზიანება არ არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი ორგანოების დაზიანება, რაც მისი მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა დავით ჯანაშიამ.
     
    ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში, ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა.
     
    მაშველებმა მიწის მასიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მაშველებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში კაცის ცხედარი იპოვეს.

    FACEBOOK კომენტარები