დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:52
    ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

    ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

    28-11-2021 13:22

    1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში  შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს:
    სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

    მწვანე სტატუსის ქონა სავალდებულო არ არის 18 წლამდე პირთათვის.

    ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

    🔹სრულად ვაქცინირებული (ან)
    🔹72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)

    🔹24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)

    🔹კოვიდგადატანილი პირი.

    თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.

    როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

    🔹ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

    🔹PSR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ

    🔹კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

    რა არის მწვანე პასპორტი?

    🔹„CovidPass Georgia” – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

    🔹moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

    🔹საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)

    🔹ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით

    🔹 EU Digital COVID Certificate-ის სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;

    🔹საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate-ის სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს, როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia-ს აპლიკაციაში ან moh.gov.ge-ს საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე)

    როგორ შეიძლება მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

    🔹„Covidpass Georgia” აპლიკაციის QR წამკითხველით ან

    🔹moh.gov.ge QR წამკითხველით
    წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.

    რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

    🔹საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს

    🔹უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს

    🔹აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს

    🔹რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

    საიტი covidpass.moh.gov.ge და „Covidpass Georgia” აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1-ლი დეკემბრიდან
    ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?

    🔹ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე

    მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპეცის სამსახური – შერჩევის პრინციპით. ობიექტზე მწვანე სტატუსის არმქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში ,სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა).

    ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

    144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი;

    1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი;

    1522 - ვაქცინაცცის ცხელი ხაზი;

    0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი

    ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge.

    FACEBOOK კომენტარები