დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:47
    პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წინ, მოსამართლე საჯარო ინტერვიუებისგან თავს უნდა იკავებდეს - ზაალ ანჯაფარიძე

    პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წინ, მოსამართლე საჯარო ინტერვიუებისგან თავს უნდა იკავებდეს - ზაალ ანჯაფარიძე

    28-11-2021 13:29

    „სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, მოსამართლე ინტერვიუს აძლევს „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხს, აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სააკაშვილის მიმართ და ამით, თითქოს, უნდა, საზოგადოება შეაჩვიოს იმას, თუ რას მოიმოქმედებს ხვალ სასამართლო პროცესზე“, - ასე ეხმიანება  სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის ინტერვიუს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

     
    როგორც ანჯაფარიძე წერს, ასეთი პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წი, მოსამართლე თავს უნდა იკავებდეს საჯარო ინტერვიუებისგან.

     
    „საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა სააკაშვილის საქმეზე დანიშნული მოსამართლის ლიანა ორკოდაშვილის საქციელმა. სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, მოსამართლე ინტერვიუს აძლევს „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხს, აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სააკაშვილის მიმართ და ამით, თითქოს, უნდა, საზოგადოება შეაჩვიოს იმას, თუ რას მოიმოქმედებს ხვალ სასამართლო პროცესზე.

    ჯერ ერთი, ელემენტარული სამსახურებრივი და პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წინ, მოსამართლე თავს უნდა იკავებდეს საჯარო ინტერვიუებისგან.

    მეორე, მისი განცხადებები სააკაშვილის გადაყვანის კადრების შესახებ, როდესაც, მიუხედავად ხისტი სცენებისა, ყველაფერი კანონის დაცვით ჩატარდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს ორკოდაშვილის, როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებაში. და მესამე, არის მოსამართლე ორკოდაშვილი ე.წ. „კლანის“ წევრი?!”, - წერს ანჯაფარიძე facebook-ში

    FACEBOOK კომენტარები