დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:30
    "მივმართავ პრეზიდენტს - გამოუშვან ყველა, ვინც ჩემი შვილის მკვლელობისთვის ზის"- ზაზა სარალიძე

    "მივმართავ პრეზიდენტს - გამოუშვან ყველა, ვინც ჩემი შვილის მკვლელობისთვის ზის"- ზაზა სარალიძე

    01-12-2021 10:16

    ძალიან, ძალიან გულით მინდა, თუ სალომე ზურაიშვილი შეიწყალებს ჩემი შვილის, კონკრეტულ დანაშაულში მოქმედ პირებს, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
    მისი თქმით, მისი მიზანი იყო სიმართლის დადგენა, რაც მიღწეულია.
                  
    “მე დღეს ის ბიჭები მეცოდება, სუყველა. მე ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვამბობ ამას, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვან სუყველა… ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ რომ კანონი მეუბნება, 15 წლის შემდეგ მაინც უნდა აპატიო.
    ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან ყველა, გამოუშვან კალანდიაც, გამოუშვან ეს ბიჭიც, აღარ არის მნიშვნელოვანი, სიმართლე უკვე ითქვა, ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე, ახლა რას იტყვიან აღარ მაინტერესებს. მე ძალინ კარგად მესმის მიხეილ კალანდიას მშობლების, ჯანაშიას მშობლების, ძალინ კარგად მესმის მენაბდის მშობლების. ესენი პატარა ბავშვები იყვნენ და რა მოხდა იქ, არავინ იცის, მაგრამ მერე უფროსებმა რაც გაკეთეს, ესაა საინტერესო, არამარტო პროკურორებმა, მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, გადაწყვიტეს, რომ ზაზა სარალიძე გლეხია, ხო? კი, ბატრონო გლეხი ვარ. ჩემი მოკლული შვილის სულს არავის შეგალახინებთ. ხელისუფლებას ვეუბნები პირდაპირ, რომელმაც არ ვიცი. რა გადაწყვტია ამით, რომ გაჰყვირიან, ზაზა სარალიძე გაიყიდაო.

    მაგრამ ფხაკაძეს, გუგუშვილს და იმ დამპალ გამომძიებელ ფიფიას არ ვაპატიებ არაფერს. ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდა ის მოდით. ვინც გაგიხარდებათ. არავის არ გაპაიებთ ჩემი შვილის და ჩემი ცოლის ხელახალ ცრემლებს.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

    FACEBOOK კომენტარები